"აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების დროშის დემონსტრირება შავ ზღვაში მსოფლიოში არსებულ ვითარებას სტაბილურობას არ მატებს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, დიდი 20-ეულის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლავროვის თქმით, რუსეთს შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემა არ აქვს და ქვეყანა ნებისმიერ საფრთხესთან გასამკლავებლად მზადაა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, NATO-ს გეგმა, რუმინეთისა და ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროზე შექმნას ახალი საზღვაო ბაზები, არ აკმაყოფილებს რეგიონში კეთილმეზობლობის ინტერესებს.
„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აპირებს NATO. ჩვენ ვეყრდნობით ფაქტებს და ფაქტები ისეთია, რომ NATO-ს ჩვენთან არანაირი ურთიერთქმედება არ სურს. მას სურდა, როდესაც ჯერ კიდევ გვყავდა ჩვენი წარმომადგენლები რუსეთ-NATO-ს საბჭოში, მხოლოდ ცხოვრება ესწავლებინა ჩვენთვის და ყოველ ჯერზე მოითხოვდა: „მოდით, შევიკრიბოთ რუსეთ-NATO-ს საბჭოში და განვიხილოთ უკრაინა“. ეს იყო მათი მთელი ინტერესი – პროპაგანდის გაჩაღება და რუსეთზე ზეწოლა“, – აღნიშნა ლავროვმა.
ლოიდ ოსტინი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია