იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ჯო ბაიდენი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორმხრივი კავშირების განმტკიცებისა და გაუმჯობესების მიზნით ერთობლივი მექანიზმის შექმნაზე შეთანხმდნენ.
ქვეყნების ლიდერებმა ხაზი გაუსვეს NATO-ს ალიანსისა და სტრატეგიულ პარტნიორობის მნიშვნელობას და გამოხატეს კმაყოფილება კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით გადადგმული ორმხრივი ნაბიჯების გამო.
რამდენიმე დღის წინ ორივე ქვეყნის წარმომადგენლობამ ერდოღანის და ბაიდენის გლაზგოში, კლიმატის სამიტის ფარგლებში შეხვედრა დაანონსა.
27 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უახლოეს მომავალში გლაზგოში ოფიციალურად შეხვდება.
თურქეთის პირველი აცხადებდა, რომ დღის წესრიგის მთავარი საკითხი F-35 ტიპის გამანადგურებლების შეძენის საკითხი იქნებაოდა.
თურქეთიდან ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი „მოგვარებულია“
თურქეთმა აშშ-სგან F-16-ის ტიპის გამანადგურებლების შესყიდვის პროცედურა დაიწყო
ლოიდ ოსტინი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია