„დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომელზეც პოზიციები ვერ დაახლოვდა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რომ დღეს დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. კიდევ ერთხელ ელჩების თხოვნით, განვიხილეთ გარკვეული საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, მაგრამ დარჩენილია რამდენიმე საკითხი სადაც პოზიციები ვერ დაახლოვდა, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.
შეხვედრის წინ, ოპოზიციის ოთხპუნქტიანი გეგმა გასაჯაროვდა. პუნქტებს შორისაა ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პლებისციტი.