„ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო. ვფიქრობ, ეს დრო ჩვენ ძლიან კარგად გამოვიყენეთ, თუმცა, მნიშვნელოვანი განსხვავებები რჩება“, - განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ მმართველ გუნდთან გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ. მისი თქმით, ოპოზიციას არ აქვს უფლება, შეხვედრის დეტალებთან მედიაზე ისაუბროს.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართა. მანამდე, ოპოზიციის ოთხპუნქტიანი გეგმა გასაჯაროვდა, რომელთა შორისაა ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პლებისციტი.