შალვა ნათელაშვილი: ჩვენ, საარჩევნო რეფორმა კი არა, ახალი პარლამენტის არჩევნები გვინდა

„ჯერჯერობით არ არის საუბარი რაიმე კომპრომისზე, დათმობაზე. ჯერ საუბარია იმაზე, რომ წინ გველოდება მეოთხე რაუნდი“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 6 საათიანი მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს მოლაპარაკებების დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ დიალოგის მეოთხე რაუნდი გაიმართება.

„თითქოს რაღაც უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის ხაზით, მაგრამ ჩვენ საარჩევნო რეფორმა კი არა ახალი პარლამენტის არჩევნები გვინდა. ჯერჯერობით არ არის საუბარი რაიმე კომპრომისზე, დათმობაზე. ჯერ საუბარია იმაზე, რომ წინ გველოდება მეოთხე რაუნდი“, - განაცხადა ნათელაშვილმა.