საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა წყალქვეშა ნავების გარიგების გამო იცრუა. BBC-ის ცნობით, შეკითხვას, მოიტყუა თუ არა მორისონმა, ემანუელ მაკრონმა ასე უპასუხა: „არ ვფიქრობ, ვიცი“.
საფრანგეთის პრეზიდენტის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ავსტრალიამ გააუქმა 37 მილიარდი დოლარის (27 მილიარდი ფუნტი) გარიგება 12 წყალქვეშა ნავის ასაშენებლად და ამის ნაცვლად მოლაპარაკება აწარმოა შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან ახალი თავდაცვის პაქტის შესახებ, რაც შეთანხმებს გაფორმებით დასრულდა.
ავსტრალიის და საფრანგეთის ლიდერები ამის შემდეგ პირველად შეხვდნენ რომში, დიდი ოცეულის სამიტის დროს. ავსტრალიელმა ჟურნალისტმა ემანუელ მაკრონს ჰკითხა, ენდობოდა თუ არა ისევ სკოტ მორისონს.
„მე დიდ პატივს ვცემ თქვენს ქვეყანას. უბრალოდ ვამბობ, როდესაც ჩვენ პატივს გცემთ, უნდა იყოთ მართალი და უნდა მოიქცეთ თანმიმდევრულად, ამ ღირებულების შესაბამისად", - უპასუხა მაკრონმა.
თავად სკოტ მორისონი უარყოფს, რომ იცრუა.
ცნობისთვის, ემანუელ მაკრონმა პირისპირ შეხვედრა ასევე რომში გამართა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს რომში გამართული შეხვედრისას განუცხადა, რომ აშშ-მ უხერხულობა უსაფრთხოების პაქტის გამო, რომლის გამოც საფრანგეთმა მილიარდობით თანხა დაკარგა. საუბარია 2016 წელზე, როცა ავსტრალიამ ფრანგული გემთმშენებელი კომპანია Naval Group-ი შეარჩია, რომელსაც ავსტრალიის ახალი წყალქვეშა ფლოტი უნდა აეშენებინა. კონტრაქტის ღირებულება, რომელიც აშშ-ის, ავსტრალიის და დიდი ბრიტანეთის მიერ თავდაცვის ალიანსის გაფორმების შემდეგ ჩაიშალა, 40 მილიარდ დოლარს შეადგენდა. იმ პერიოდში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უსაფრთხოების პაქტს უწოდა „ზურგში დარტყმა“ და საფრანგეთმა დროებით გაიწვია აშშ-ისა და ავსტრალიის ელჩები.