„მინდა მივულოცო ჩვენს ოპოზიციას, ქალაქ წალენჯიხაში, გიორგი ხარჩილავას გამარჯვება. ვინც საქმეს გააკეთებს, ჩვენ მის გვერდით დავდგებით, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარალამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„მას უყვარს ეს რაიონი და ვიდრე ბატონი გიორგი იქნება წალენჯიხის მცხოვრებლების ინტერესების გამტარებელი, ჩათვალოს, რომ მე მის გვერდით ვარ ყველა იმ პროექტში და ყველა იმ საკითხში, რაც ჩემი რაიონის ინტერესებს დააკმაყოფილებს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ჩვენ არ ვართ ჩასაფრებული. ვინც საქმეს გააკეთებს, ვინც ჩვენი მოსახლეობის იმ არჩევნების შედეგად მოპოვებული მანდატის ღირსეულად შესრულებას დაიწყებს, ჩვენ მის გვერდით დავდგებით, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, წალენჯიხის მერი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გიორგი ხარჩილავა გახდა.