ბრიტანეთის საელჩო: საერთაშორისო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების დასაძლევად

"მოხარული ვართ, რომ პრემიერი ღარიბაშვილი ესწრება გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას #COP26, რომელიც გლაზგოში, ტარდება", – აღნიშნულ განცხადებას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენცია #COP26 დიდი ბრიტანეთი მასპინძლობს.

„მოხარული ვართ, რომ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ესწრება სამიტს, საერთაშორისო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების დასაძლევად“, – აღნიშნულია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

1-ელ ნოემბერს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სამიტზე სიტყვით წარსდგა და კავკასიაში გლობალური დათბობის კუთხით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა.

გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციას (COP26) გლაზგო 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე უმასპინძლებს. მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები და ექსპერტები იმსჯელებენ, როგორ გააძლიერონ ძალისხმევა და კოორდინირებული ქმედებები პარიზის შეთანხმებისა და კლიმატის ცვლილებებზე გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიზნების მისაღწევად და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. სამიტში მსოფლიოს 120-მდე სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.

მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები და ექსპერტები მსჯელობენ, როგორ გააძლიერონ ძალისხმევა და კოორდინირებული ქმედებები პარიზის შეთანხმებისა და კლიმატის ცვლილებებზე გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიზნების მისაღწევად და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. სამიტს მსოფლიოს 120-მდე სახელმწიფოს ლიდერი ესწრება.

დიდი ოცეულის ქვეყნები კლიმატის ცვლილებებთან გასამკლავებლად, ღარიბი ქვეყნებისთვის, ყოველწლიურად 100 მილიარდ დოლარს გამოყოფენ