თენგიზ ცერცვაძე: მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, მიუღებელია როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მიერ გამართული ხალხმრავალი შეკრებები

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე მიუღებელია პერმანენტული ხალხმრავალი აქციები.

ცერცვაძის თქმით, მისთვის მიუღებელია როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მიერ გამართული ხალხმრავალი შეკრებები.

„ხალხმრავალი შეკრებები, ქორწილები, ქელეხები, ეს არ გვყოფნიდა და ახლა პოლიტიკური აქციები დაემატა. ახლა ვიღაც იტყვის, თვითონ ხელისუფლებამ ჩაატარა ერთი დიდი აქცია - ჩაატარა და სამედიცინო თვალსაზრისით, ეს არ იყო კარგი, ისევე როგორც არ იყო კარგი ოპოზიციის მიერ ჩატარებული ხალხმრავალი აქცია, მაგრამ საზოგადოებრივი ცხოვრება, პოლიტიკური აქტივობა ამას მოითხოვდა. ხელისუფლებამ ერთი ხალხმრავალი აქცია ჩაატარა, ოპოზიცია ახლა აანონსებს პერმანენტულ ხალხმრავალ აქციებს - ეს არის განსხვავება. ცუდია ის ერთიც, მაგრამ სად ერთი და სად პერმანენტული აქციები?!“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე: კლინიკური სექტორი გადატვირთულია, მალე ინფიცირების შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება

თენგიზ ცერცვაძე: მომხრე ვარ ვაქცინირებულ ადამიანებს გარკვეული პრივილეგიები მიეცეთ. ე.წ. მწვანე Covid პასპორტი შემოვიღოთ