"აშშ-ის ხელისუფლება სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, პასუხი აგებინონ დამნაშავეებს, ვინც დევნის და აშინებს ჟურნალისტებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა უზრუნველყოფს ლიდერების ანგარიშვალდებულებას, იცავს მოქალაქეთა უფლებებს, საზოგადოების ინფორმირებულობის გარანტია.
"ბერვ ქვეყანაში ჟურნალისტები პირისპირ ეჯახებიან ძალადობის მუქარას, ან პატიმრობას. უფრო ხშირად ეს მუქარები მოდის ხელისუფლებისგან, ცდება მათი სახელმწიფოს საზღვრებს, მათ შორის, ციფრული სათვალთვალო ტექნოლოგიების არასათანადო გამოყენების გზით, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ჟურნალისტების კომუნიკაციებს და ადგილსამყოფელს, რათა შეზღუდონ მათი შესაძლებლობა გააშუქონ სამთავრობო კორუფცია და რეპრესიები.
სახელმწიფო დეპარტამენტი ისწრაფვის მასმედიის განვითარებას ჩვენ ქვეყანაში და საზღვარგარეთ და მოვუწოდებთ სხვა ხელისუფლებებს, პასუხი აგებინონ მათ, ვინც დევნის, აშინებს და იყენებს ძალადობას ჟურნალისტების წინააღმდეგ“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულისა და დაუსჯელობის შეწყვეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელდა .
ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულისა და დაუსჯელობის შეწყვეტის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2013 დაწესდა, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა მედიიის თანამშრომლებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმის პრობლემებზე.
"მედია ტოტალური მოსმენების და ძალადობის სამიზნე იყო" - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო