საქსტატი: ბოსტნეულზე ფასები 43%-ით გაიზარდა, პურპროდუქტებზე-19%-ით, ზეთსა და ცხიმზე - 31%-ით, რძის ნაწარმზე - 18% - ით, ტრანსპორტზე - 19%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში ინფლაციის ახალ მაჩვენებელს აქვეყნებს.

2021 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ოქტომბერში, გასულიწლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიურისაბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.2 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.73 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული -43.0 პროცენტი, ზეთი და ცხიმი - 31.6 პროცენტი, პური და პურპროდუქტები - 19.4 პროცენტი, რძე, ყველი და კვერცხი - 18.2 პროცენტი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 18.0პროცენტი, თევზეული - 16.0 პროცენტი, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელებიდა ნატურალური წვენები - 13.0 პროცენტი, ხორცი და ხორცის პროდუქტები - 11.2 პროცენტი, ხილიდა ყურძენი - 9.3 პროცენტი, ყავა, ჩაი და კაკაო - 6.4 პროცენტი.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.6 პროცენტით, რაც 2.4 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.

ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 28.9 პროცენტით და სატრანსპორტო მომსახურებაზე 2.8 პროცენტით. ამასთან,ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე _ -1.3 პროცენტი.

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფიქსირდება ფასების 11.9 პროცენტიანი მატება, რაც 1.75 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.

ფასები მომატებულიაქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 13.9 პროცენტი, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 7.3 პროცენტი, წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება - 4.5 პროცენტი; ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია - 8.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფისწვლილმა წლიურ ინდექსში 0.65 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინოპროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის - 12.7 პროცენტი, საავადმყოფოების მომსახურების - 5.3 პროცენტი და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების - 3.6 პროცენტი, ქვეჯგუფებზე.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასებისცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0 პროცენტით, რაც თვისინფლაციაზე 0.96 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:ბოსტნეული და ბაღჩეული (9.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.5 პროცენტი), თევზეული(4.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.2პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-1.1 პროცენტი);ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე0.29 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (17.8 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (3.7 პროცენტი) ქვეჯგუფზე.