ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 9 თვეში სახელმწიფომ საგადასახადო ზედმეტობის სახით კომპანიებს 1.4 მილიარდი ლარი დაუბრუნა, რაც ძირითადად დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების სახით განხორციელდა.
“როგორც იცით, ფინანსთა სამინისტრიოს ერთ-ერთი პრიორიტეტია საგადასახადო ზედმეტობების დასაბრუნებლად საგადასახადო ზედმეტობების ქვეანგარიშზე თანხების მიმართვა. წლის დასაწყისისთვის ნაშთი საგადასახადო ზედმეტობების დაბრუნების ქვეანგარიშზე შეადგენდა 534,400,000 ლარს. 2021 წლის 9 თვის განმავლობაში ამ ანგარიშზე მიმართულია 1,370,000,000 ლარი, ხოლო ზედმეტობების სახით ამავე პერიოდში დაბრუნებულია 1,382,700,000 მლნ ლარი,” - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.