ზუგდიდში ოპოზიციამ აქცია გამართა. შეკრებილებს მიმართეს ლიდერებმა.
„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საცხოვრებლად წალენჯიხაში აპირებს გადასვლას.
„უკვე ვაპირებდი ანაკლიაში გადასახლებას, მაგრამ არ დამცალდა, მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში, უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახალარჩეულ მერს გვერდით და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ მართლა ოაზისად.
ვისარგებლებ შემთხვევით, მოვუწოდებ ყველა ბიზნესმენს, გადმოიტანეთ თქვენი კომპანიების ანგარიშები წალენჯიხაში. ჩვენ ვაჩვენებთ როგორ უნდა ნამდვილი დემოკრატია", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები იქნება ყველა დიდ ქალაქში და როდესაც დემონსტრაცია დედაქალაქში გაიმართება, „თბილისში ვნახავთ, რა არის დემოკრატია და სიმართლე“.
ნიკა მელია აქციების შედეგად სამი მთავარი მიზნის მიღწევას გეგმავს: „მოპარული არჩევნების დაბრუნება,“ ვადამდელი არჩევნები და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლება“.
წალენჯიხაში გია ხარჩილავამ 51,11%-იანი მხარდაჭერით გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობიდან“.
ამავე თემაზე:
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა