"მიხეილ სააკაშვილმა დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგან ესაა მისი პრინციპული პოზიცია", - ამის შესახებ რუსთავის ციხესთან პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა.
„ბატონმა მიხეილმა მადლობა და გადაუხადა მის უწმინდესობას, უკვე მეორედ ვესტუმრე მას და ის გრძნობს მისი უწმინდესობის ყურადღებას. მან აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს მის უწმინდესობას. მან დამავალა, რომ გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგან ეს არის მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციაში კორექტირების შეტანას ამ ეტაპზე არ აპირებს”, - განაცხადა დეკანოზმა ბოტკოველმა.
ცნობისთვის, პატრიარქმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს წერილით მიმართა.