Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ქარტია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ფაზას ასახავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის (SPC) ახალი ქარტიით, აშშ და უკრაინა მიზნად ისახავენ, ხელი შეუწყონ კოორდინირებულ თანამშრომლობას.
„სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის (SPC) ახალი ქარტიით, შეერთებული შტატები და უკრაინა მიზნად ისახავენ, განაგრძონ SPC-ის გამოყენება ჩვენი თანამშრომლობის კოორდინაციისთვის, რომელიც ორმხრივი პრიორიტეტების წინსვლას მოემსახურება და რომლებიც ჩამოყალიბებულია აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ პირველი სექტემბრის ერთობლივ განცხადებაში.
განახლებული ქარტია ასახავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ფაზას იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ერთად ვმუშაობთ 21-ე საუკუნის გამოწვევების დასაძლევად. ახალი ქარტია, სხვა საკითხებთან ერთად ეხება უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საფრთხეებს, რომლებიც რუსეთის აგრესიისგან მომდინარეობს “, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, 10 ნოემბერს, ვაშინგტონში, სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომის ფარგლებში აშშ და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ქარტიას გააფორმებენ.
აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მუშაობა 2008 წელს დაიწყო. ვაშინგტონის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი მექანიზმი შეერთებული შტატებისა და უკრაინის თანამშრომლობაში, რომელიც საერთო პრიორიტეტების მთელს სპექტრს მოიცავს.
აშშ აცხადებს, რომ ცამეტი წლის შემდეგ, აშშ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობა გაძლიერდა და მომწიფდა, რის შედეგადაც საჭირო გახდა ქარტიის განახლება და პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლა 21-ე საუკუნის გამოწვევების გადასაჭრელად.
ამავე თემაზე: