გერმანიასა და საქართველოს შორის გამართული სამთავრობო მოლაპარაკებების დროს დოკუმენტი გაფორმდა

გერმანიასა და საქართველოს შორის გამართული სამთავრობო მოლაპარაკებები შესაბამისი ოქმის ხელმოწერით გუშინ წარმატებით დასრულდა.

გერმანიის საელჩოს ცნობით, 2019 წელს გამართული წინა სამთავრობო მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსთვის გამოყოფილმა თანხამ 188,15 მილიონი ევრო შეადგინა, საიდანაც 53 მილიონი ევრო გრანტია.

ამას ემატება რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში გამოყოფილი 76 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი, რომლის დიდი ნაწილიც საქართველო ხმარდება.

გერმანიასა და საქართველოს შორის სამთავრობო მოლაპარაკებები ორ წელიწადში ერთხელ იმართება.