ჯო ბაიდენი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე, გადამდგარი გენერლის წარდგენას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე, გადამდგარი გენერლის ლლოიდ ოსტინის წარდგენას გეგმავს.

როგორც BBC წერს, თუ ლლოიდ ოსტინს აღნიშნულ პოსტზე დაამტკიცებენ, ის პირველი შავკანიანი იქნება, ვინც პენტაგონს უხელმძღვანელებს.

ლლოიდ ოსტინი აშშ-ის ცენტრალური სამეთაურო შტაბის უფროსი იყო, ის 2016 წელს გადადგა.

ჯო ბაიდენმა ლლოიდ ოსტინს თავდაცვის მდივნის თანამდებობის დაკავება კვირას, 6 დეკემბერს შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო.

გენერალ ლლოიდ ოსტინის პენტაგონის ხელმძღვანელად დანიშვნისთვის კონგრესის ნებართვა იქნება საჭირო.