იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შესაძლოა, დაიწყოს 12-დან 15 წლამდე ბავშვების აცრა მათი ჯანმრთელობის სტატუსის მიხედავად.
„დღემდე, 12-დან 15 წლამდე ასაკის, მხოლოდ მაღალი რისკის მქონე ბავშვების აცრაა შესაძლებელი. ეს ბავშვები არიან თანდაყოლილი პათოლოგიებით, ქრონიკული დაავადებებით. რა თქმა უნდა, შემდეგი ეტაპი უნდა იყოს ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად, ვაქცინაციის ჩატარება.
სავარაუდოდ, ვაქცინაციის საბჭო შემდეგ სხდომაზე იმსჯელებს ამ საკითხზე, და შესაძლებელია, დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ამ ასაკში, ინფიცირების რისკი უფრო მეტია, ვგულისხმობ „დელტა“ შტამით გამოწვეულ ინფიცირებას, ვინაიდან კორონავირუსის ეს მუტაცია უფრო მეტად ვრცელდება ბავშვებში და მეტად საშიშია ორიგინალ, ჩინურ ვარიანტთან შედარებით“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე, „იმედის“ ცნობით.
7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჯერ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე 12 წელს გადაცილებული მოზარდები იცრებიან.
პაატა იმნაძის თქმით, 12 წლის ბავშვების ვაქცინაციის საკითხი გადაწყვეტილია და აცრები მალე დაიწყება