პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის

მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო პერსონალის, მათ შორის მოწვეული ექიმი სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჩიდრაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი იღებს აუცილებელ კვებით დანამატებს. „როგორც მოგახსენეთ, ეს არის კვებითი დანამატები, აუცილებელი კვებითი დანამატები, მათ შორის, მისი მიღება ხდება სითხის სახით“, - განაცხადა გიორგი ჩიდრაშვილმა.

მისივე განმარტებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად მეთვალყურეობას უწევს ექიმთა კონსილიუმი და ამ ეტაპზე მისი სტაციონარიზაციის აუცილებლობა არ დგას.

შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ მინერალებისა და გლუკოზის მიღება შეწყვიტა.