BBC: გლაზგოში 100 000-მდე ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყო

გლაზგოში 100 000-მდე ადამიანი მსვლელობით გამოვიდა, რათა მოითხოვონ მეტი ქმედება კლიმატის კრიზისთან გასამკლავებლად, ამის შესახებ BBC აქციის ორგანიზატორების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

ეს პროტესტი აქამდე ყველაზე მასშტაბური იყო COP26-ის სამიტის დროს და ჩატარდა ასობით მსგავს ღონისძიებასთან ერთად მთელ მსოფლიოში.

პოლიციამ დააკავა 21 მეცნიერი, რომლებმაც ცოცხალი ჯაჭვით გზა გადაკეტეს. აქციაში მონაწილეობდა აქტივისტი გრეტა ტუნბერგი.

კლიმატის ცვლილების შესახებ 100-მდე დემონსტრაცია გაიმართა დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ნაწილში, ხოლო ღონისძიებები ასევე იმართებოდა 100 ქვეყანაში, მათ შორის კენიაში, თურქეთში, საფრანგეთში, ბრაზილიაში, ავსტრალიასა და კანადაში.

პოლიციის სპიკერის თქმით, სამართალდამცველებმა ხელი შეუწყვეს მშვიდობიანი პროტესტის ჩატარებას, მაგრამ პროტესტის უფლების დასაბალანსებლად საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან შესაბამისობაში მოქმედებდნენ.

COP26 გლობალური კლიმატის სამიტი გლაზგოში განიხილება, როგორც გადამწყვეტი, რამაც კლიმატის კრიზისი საბოლოოდ უნდა გააკონტროლოს.

ამავე თემაზე:

190-ზე მეტმა ქვეყანამ და ორგანიზაციამ პირობა დადო, რომ ქვანახშირს აღარ გამოიყენებს