190-ზე მეტმა ქვეყანამ და ორგანიზაციამ  პირობა დადო, რომ ქვანახშირს აღარ გამოიყენებს

"გლაზგოში, მიმდინარე კლიმატის სამიტზე 190-ზე მეტმა ქვეყანამ და ორგანიზაციამ პირობა დადო, რომ ქვანახშირის გამოყენებას შეწყვეტს", - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, დაასრულონ ქვანახშირის გამოყენებით ელექტროენერგიის წარმოებაში ინვესტიციის განხორციელება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ამასთან, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც წიაღისეული საწვავის გამოყენებისგან უარის თქმის ვალდებულებას იღებენ, ქვანახშირის ძირითადი მომხმარებლები: პოლონეთი, ვიეტნამი და ჩილეც არიან, მაგრამ ქვანახშირზე დამოკიდებულმა მსოფლიოს ზოგიერთმა უდიდესმა ქვეყანამ - ავსტრალიამ, ინდოეთმა, ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა, შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს.