კლინიკის დირექტორი: კაცი, რომელიც აქციაზე შეუძლოდ გახდა, კლინიკაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო

კაცი, რომელიც რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა, კლინიკაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი პაპუნა ბახტაძე აცხადებს, რომ კაცს ადგილზე არავითარი რეანიმაციული პროცედურები არ ჩატარებია.

„გარეგნული ნიშნებით, სავარაუდოდ, ინფარქტით გარდაიცვალა, ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში“, - განუცხადა პაპუნა ბახტაძემ რადიო თავისულებას.

შეგახსენებთ, კაცი, რომელიც რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა.