პრაქტიკამ აჩვენა, რომ პოსტკოვიდური გართულებები არაა დრამატული. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პოსტკოვიდური გართულებები არაა ფატალური, თუმცა დისკომფორტს იწვევს ადამიანებში.
„ჩვენ ვმუშაობთ პოსტკოვიდურ სინდრომსა და გართულებებზე, მაგრამ პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ეს გართულებები არაა დრამატული. ეს პრობლემა გაცილებით უფრო ნაკლებად მწვავეა დღეს, როცა სახეზე გვაქვს ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების დრამატული მატება. დღეს მთელი აქცენტი გადატანილი უნდა იყოს ახალ შემთხვევებსა და მათ მართვაზე და პოსტკოვიდური სინდრომისთვის ჩვენ მოვიცლით და ამ თემას მოუბრუნდებით მას, როდესაც ამ მწვავე კრიზისს დავძლევთ“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
ამავე თემაზე