ელენე ხოშტარია: პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, დრამატული არაფერი ხდება

„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო დახმარება პარლამენტმა გამოიძახა.

ელენე ხოშტარიას თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცუდად არის, თუმცა სასწრაფო არ მოუთხოვია.

„პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია.წნევა ნორმის ფარგლებში მაქვს. გლუკოზამ ცოტა დაიწია, მაგრამ ნორმის ფარგლებშია. პულსიც ოდნავ დაბალი, მაგრამ ნორმის ფარგლებში. დრამატული არაფერი არ ხდება.

უბრალოდ, ცოტა სისუსტე მაქვს და ხშირად მძინავს, ამიტომ ყველას ვერ გპასუხობთ, ინფორმაციას მოგაწვდით ყველა ეტაპზე. გამოსავალი მარტივია, სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

ამავე თემაზე

კახა კუჭავა: ელენე ხოშტარია უბრალოდ მოვინახულე