„ლელოს“ ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

„გვქონდა საუბარი ჩვენს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოუწოდებს ყველას, რომ აუცილებელია დიალოგი ვითარების დეესკალაციისთვის“, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები არ აზუსტებენ, ვისი ინიციატივა იყო შეხვედრა ან, უფრო ზუსტად, რა განიხილეს კუჭავასთან.

„ჩვენ უნდა მოვახერხოთ ისეთი სიტუაციის შექმნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სიკვდილი არ დაემუქროს. თუ ეს მოხდა, ღმერთმა დაგვიფაროს, ასეთი ინტერვიუები აღარ გვიშველის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამავე თემაზე:

„ლელო“ ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს

პრემიერი: თუ ოპოზიციას სურს საქმეზე რეალური დებატების გამართვა, მზად ვართ, კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ