ოთხი საკითხიდან, მხოლოდ ორში დავახლოვდით - ჯაფარიძე მოლაპარაკებებზე

ოთხი საკითხიდან, მხოლოდ ორში დავვახლოვდით - ამის შესახებ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

"4 ძირითადი საკითხია: ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემის საკითხი და საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი - პირველ ორ საკითხში დაშორებულები ვართ ერთმანეთისგან, მესამე და მეოთხე საკითხზე გარკვეულწილად დავახლოვდით", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხებს მანამდე აქვს პერსპექტივა, სანამ დიალოგი გრძელდება და მომდევნო შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებენ.

„ჩვენ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვსაუბრობთ, ვიდრე თამარ ჟვანია გადადგება თუ არ გადადგება. ვსაუბრობთ ყველა საკითხზე განუწყვეტლივ, ამ საკითხებს პერსპექტივა აქვს მანამ, სანამ დიალოგი გრძელდება. დამატებით რაუნდთან დაკავშირებით ხვალ უნდა შევთანხმდეთ”, - აღნიშნა მან.