რა ვითარებაა გლდანის ციხესთან

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, წყლის ჭავლის მანქანა, ასევე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ავტომობილი შეიყვანეს.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ადგილზე სატვირთო მანქანით სავარაუდოდ, სამედიცინო ინვენტარიც მიიტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატზე.

გარდა ამისა, ციხის ტერიტორიაზე ხდება დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზებაც.

პენიტენციური სამსახური გლდანის ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანას მდგომარეობის გაუარესების პრევენციით და მომატებული საფრთხეებით ხსნის