პენიტენციური სამსახური გლდანის ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანას მდგომარეობის გაუარესების პრევენციით და მომატებული საფრთხეებით ხსნის

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, „ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“ გადაიყვანეს.

ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, - აცხადებს პენიტენციური სამსახური.

ცნობისთვის, მანამდე, პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ კონსილიუმის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

ამავე თემაზე:

მედიის ცნობით, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ვერტმფრენი დაჯდა

გიული ალასანიას ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გადაიყვანეს

ადვოკატი: განგვიმარტეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არ ხდება