საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია არ გამოვრიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში არ იყოს. გიული ალასანია ითხოვს, რომ მესამე პრეზიდენტთან მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეუშვან.
„ჩემი თხოვნაა, ზუსტად ვიცოდე, სად იმყოფება ჩემი შვილი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, ვინაიდან, ღამე უკვე ჩემი შვილიშვილი უნდა გაფრენილიყო, სპეციალურად ჩამოვიდა, რომ ენახა მამამისი. და უცებ ვიგებთ, რომ გავიდა ორი ბრონირებული მანქანა ტერიტორიიდან... ისედაც გამიჩნდა ეჭვი, ვფიქრობდი, რომ არ იყო გამორიცხული და გაცხადდებოდა, რომ მართლაც მიჰყავდათ კერძო კლინიკაში და უცებ აღმოჩნდებოდა გლდანში.... ცოტა ხანში, უკვე ამოძრავდა ხალხი, გაირკვა, რომ ფაქტობრივად, ჩემი შვილი აღარ იყო ტერიტორიაზე... სად დაიკარგა პატიმარი, - აცხადებს გიული ალასანია.
ამავე თემაზე
კონსილიუმის დასკვნა სააკაშვილზე: იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში