პარტიებს მეტ დროს დავუტოვებთ, რომ თუნდაც, მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში - კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიებს მისცემენ მეტ დროს, რათა გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში, პარლამენტში მოგვიანებით შევიდნენ.

ამის შესახებ მან აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის მეოთხე რაუნდის შემდეგ განაცხადა.

"მანდატების დათმობა მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ რა მექანიზმით გვქონდა - თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს პარლამენტში არ შემოვიდეს, იმ მექანიზმს ავამოქმედებთ. ამ პარტიებს მეტ დროს დავუტოვებთ, რომ თუნდაც, მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ ყველა პარტიამ მოაწეროს, ხელი იმ შეთანხმებას, რომელზეც საუბარია ელჩებთან თანდასწრებით. ანუ, მათ სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყდებათ. ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, არჩილ თალაკვაძე არა. ეს არის საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციაში. ნებისმიერ დროს, მაგალითად, მომავალ წელს, მათ შეეძლებათ, დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და პარლამენტში შემოვიდნენ. წელზე მეტი, ოპოზიცია ისედაც იყო ბოიკოტის რეჟიმში, უმრავლესობა მარტო იჯდა. იგივე შეიძლება, გაგრძელდეს გარკვეული პარტიების მხრიდან, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდება, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენი ამოცანაა, რომ იმ შეთანხმებას ხელი ყველა პარტიამ მოაწეროს, რომელზეც საუბარია ელჩებთან თანდასწრებით. დიდი იმედი გვაქვს, 11 დეკემბერს პარლამენტში, სხდომათა დარბაზში ყველა პარტია იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.