ამერიკის წამლებისა და სურსათის კონტროლის სააგენტო: Pfizer-ის ვაქცინა, საგანგებო სიტუაციაში გამოსაყენებლად ყველა პირობას აკმაყოფილებს

ამერიკის წამლებისა და სურსათის კონტროლის სააგენტოს (FDA) განცხადებით, Pfizer-ის COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, საგანგებო სიტუაციაში გამოსაყენებლად ყველა პირობას აკმაყოფილებს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

FDA - მ აღნიშნა, რომ ვაქცინა რომელიც 52%-იან ეფექტურობას აჩვენებს, მიიღებს ნებართვას საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებლად.

სურსათის და წამლის სააგენტოს თქმით, Pfizer-მა Covid-19, 94,8% შემთხვევებში დაამარცხა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მიხედვით, შედარებისთვის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ზოგადად ამცირებს გრიპის რისკს 40% - დან 60% - ით.

Pfizer- მა, FDA - ს 20 ნოემბერს თავისი Covid19-ის ვაქცინის მონაცემები წარუდგინა. კომპანიამ განაცხადა, რომ მისი ფაზური კლინიკური გამოკვლევის საბოლოო ანალიზი, 43000 - ზე მეტმა მონაწილემ გაიარა, მოხალისეებში ვაქცინის ეფექტურობამ 95% შეადგინა.

სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ პაციენტებმა, რომლებმაც Covid-19 გადაიტანეს, რეინფიცირების რისკი კვლავ აქვთ. მათი თქმით, „ვაქცინით სარგებლობა გამოჯანმრთელებული პაციენტებისთვისაც შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს.