სახალხო დამცველის მოადგილემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემა სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა იყო.
გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ყურადღება გამახვილდა ხარვეზებზე, რომლებიც გამოსასწორებელია.
„ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლიდით მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხს. მივაწოდე ჩვენი მონიტორინგის შედეგებზე ინფორმაცია. გავცვალეთ ინფორმაცია. ისინი აკვირდებიან ამ პროცესს“, - აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სამედიცინო ინტერვენცია და იმ ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა, რომელიც კონსილიუმის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.