აშშ-ში შესვლა Sinovac-ით და Sinopharm-ით აცრილებსაც შეუძლიათ.
აშშ მიიღებს ნებისმიერ ვაქცინას, რომელიც დამტკიცებულია რეგულარული ან გადაუდებელი გამოყენებისთვის აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
CDC-ის ვებგვერდზე განთავსებულ სიას, რომელიც მოიცავდა შემდეგ ვაქცინებს: Pfizer, Moderna, Johnson & Johnson, AstraZeneca, დაემატა, ჩინური Sinopharm-ი და Sinovac-ი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრები მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის წელიწადნახევრით იყო ჩაკეტილი.
ამავე თემაზე:
აშშ-მა სრულად ვაქცინირებული უცხოელი ვიზიტორებისთვის საზღვრები 8 ნოემბრიდან გახსნა.