აშშ სრულად ვაქცინირებული უცხოელი ვიზიტორებისთვის დღეიდან საზღვრებს ხსნის

აშშ სრულად ვაქცინირებული უცხოელი ვიზიტორებისთვის დღეიდან საზღვრებს ხელახლა ხსნის.

ახალი წესების თანახმად, უცხო ქვეყნების მოქალაქეებს თვითმფრინავში ასვლამდე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და გამგზავრებამდე სამი დღის განმავლობაში აღებული ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა ევალებათ. მათ კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.

აშშ-ში შესვლის შეზღუდვა ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოვიდ-19-ის პანდემიის გამო დააწესა.

ცნობისთვის, ევროკავშირმა ბლოკის ტერიტორიაზე აშშ-დან ჩასული ვიზიტორების მიღება ივნისში, გაერთიანებულმა სამეფომ კი - ივლისში განაახლა.