10 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 018 336 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 057 086 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 37.2 %. სრულად ვაქცინირებულია 957 399 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.5%.
9 ნოემბერს 6 976 ადამიანი აიცრა. 8 ნოემბერს აიცრა 5 254 ადამიანი. 7 ნოემბერს - 1 204. 6 ნოემბერს - 3 453 ადამიანი.
5 ნოემბერს - 4 942. 4 ნოემბერს - 4 063 ადამიანი. 3 ნოემბერს - 3 469 ადამიანი.
ვაქცინაციის მარათონი საქართველოში 15 ოქტომბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში აცრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, როცა მანამდე დღეში თითქმის 30 000 ადამიანი იკეთებდა ვაქცინას.
პირველი დეკემბრიდან საქართველოში ე.წ. მწვანე საშვის კონცეფცია ამოქმედდება.
ცნობისთვის, დღეიდან 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების ვაქცინაცია დაიწყო. 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს კი „ბუსტერ“ დოზის გაკეთება უკვე დღეიდან შეუძლიათ.
Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინით აცრილებს „ბუსტერ“ დოზისთვის შეუძლიათ გამოიყენონ Sinopharm-ის და Sinovac-ის ან Pfizer-ის ვაქცინა.
Astrazeneca-თი ვაქცინირებულებს კი, 6 თვის შემდეგ „ბუსტერ“ დოზის გაკეთება Pfizer-ის ვაქცინით შეუძლიათ.
რაც შეეხებათ Pfizer-ის დოზით ვაქცინირებულებს, მათთვის კვლავ Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებაა რეკომენდებული.
60 წელს გადაცილებულები, რომლებიც აცრილები არიან Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინით, „ბუსტერ“ დოზის გაკეთება მეორე აცრიდან, 3-დან 6 თვემდე ინტერვალში შეეძლებათ.