საზღვაო ხომალდ „მაუნთ უიტნის" ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის საზღვაო ძალების კაპელანი კაპიტანი ადგილობრივ რელიგიურ ლიდერებს შეხვდა

ბათუმში აშშ-ის საზღვაო ხომალდ „მაუნთ უიტნის" ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის საზღვაო ძალების კაპელანი კაპიტანი ბრაიან ვეიგელტი ადგილობრივ რელიგიურ ლიდერებს შეხვდა, რათა შეერთებული შტატებისა და საქართველოს საერთო ძლიერი რელიგიური ტრადიციები და რელიგიური შემწყნარებლობა განეხილათ.

ამერიკის საელჩოს ცნობით, კაპიტანი ვეიგელტი დეკანოზ შიოსა და საქართველოს სანაპირო დაცვისა და თავდაცვის სამინისტროს კაპელანებს შეხვდა.

„ის, ასევე, შეხვდა სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთს ადამ შანთაძეს. სამშაბათს აშშ-ის საზღვაო ძალების კაპელანმა ბრაიან ვეიგელტმა ფოთის ისტორიული ღვთისმშობლის ტაძარი დაათვალიერა, შთამბეჭდავი ახალი ქართული უნივერსიტეტი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი პროფესორი გრიგოლი მოინახულა.

კაპიტანი ვეიგელტი და მიტროპოლიტი გრიგოლი ჩაერთნენ ფართო და გააზრებულ დისკუსიაში იმ საერთო ღირებულებებისა და ტრადიციების შესახებ, რომლებიც საფუძვლად უდევს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, კაპელანების როლზე ჯარში და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. კაპელან ვეიგელტს ვიზიტებზე ახლდა აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე კრისტოფერ ჯ. ანდერსონი“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.

კელი დეგნანი: ამერიკული ხომალდების ვიზიტი რეგიონისადმი ჩვენი ერთგულების ნიშანია