იუსტიციის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას თუ შეწყვეტს, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დაბრუნდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას თუ შეწყვეტს, ის მე-12 დაწესებულებაში დაბრუნდება.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში მოტყუებით არ გადაუყვანიათ, არამედ მან იცოდა, რომ სამკურანლო დაწესებულებაში გადადიოდა.

„ამას აცხადებს თავად პატიმარი, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ის გამოდის, მიდის თავისი ნებით. და საერთოდ, გადაწყვეტილებას, თუ სად იქნება პატიმარი გადაყვანილი, იღებს არა თავად პატიმარი, არამედ სპეციალური პენიტენციური სამსახური საჭიროებიდან გამომდინარე. ვისაც მსგავსი კითხვები უჩნდება, კარგად გაეცნოს კანონმდებლობას და მიიღებს ყველა პასუხს. ჩვენ არავის ვატყუებთ. ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს მოვალეობას ამ ქვეყნისა და კანონის წინაშე. მან იცოდა, რომ გადადიოდა კლინიკაში და სამკურანლო დაწესებულებაში. იცოდა, რომ გადადიოდა სამკურნალო დაწესებულებაში და გადაწყვეტილებას, სად იქნება პატიმარი გადაყვანილი, იღებს არა პატიმარი, არამედ სპეციალური პენიტენციური სამსახური მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ფაქტორებიდან გამომდინარე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ დღევანდელ კადრებში ნაჩვენებია „შესახლების ფაქტი და ეს კადრები.

„კადრებში ნაჩვენებია შესახლების ფაქტი, თუ როგორ მოხდა შესახლება. აგრეთვე, სწორედ ეს კადრები აჩვენებს საზოგადოებას, თუ როგორ იტყუება ერთ-ერთი ადვოკატი, თითქოს რეანიმობილი გაჩერდა დაწესებულებიდან 30 მეტრის მოშორებით. ეს კადრები აჩვენებს იმ ფაქტს, რომ პატიმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომელს და როგორ დააზიანა სამედიცინო ტექნიკა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამავე თემაზე

რას გულისხმობს სტრასგბურგის სასამართლოს გადაწვეტილება ექსპრეზიდენტ სააკაშილთან დაკავშირებით