თეა წულუკიანი: პატიმართან მოპყრობის საბაზისო წესებს ვიცავთ

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ცალსახად არის მითითებული, რომ სტრასბურგის სასამართლო მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ, უფრო მეტიც, არამცთუ მოუწოდებს, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით, ის მას ავალებს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა.

თეა წულუკიანის თქმით, როდესაც ერთი მხარე იღებს, ან რომელიმე მხარე იღებს დავალებას 39-ე მუხლის საფუძველზე, ეს დავალება უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ მოცემული მხარე თუ ამ დავალებას არ ასრულებს, ის არ არის კეთილსინდისიერი.

„საუბარი ამ წერილში არ არის და ვერც ვერავინ დააბრალებს ამ წერილს, რომ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს სამოქალაქო კლინიკაში, ამაზე ამ წერილში საუბარი არ არის, თუმცა საუბარია, რომ როგორც კი სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, მას გაეწიოს სათანადო მკურნალობა და უზრუნველყოფილი იყოს ციხეში მისი უსაფრთხოება. ეს არის ელემენტარული საბაზისო წესები პატიმართან მოპყრობის, რასაც ჩვენ ყოველთვის, ყველა პატიმართან მიმართებით ვიცავდით და მომავალშიც პენიტენციური სამსახური დაიცავს“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

რას გულისხმობს სტრასგბურგის სასამართლოს გადაწვეტილება ექსპრეზიდენტ სააკაშილთან დაკავშირებით