საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა, შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა გარკვეულ პირობას აყენებს.
როგორც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა, სააკაშვილი ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოსა და დასავლელი პარტნიორების მოწოდებას, მაგრამ აყენებს დათქმას, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუკი შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესისთვის შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა.
„მივიღე გადაწყვეტილება, გავითვალისწინო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა. ამ შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა, რომლის გარეშეც შიმშილობა არ შეწყდება", - განაცხადა სააკაშვილმა.
რას გულისხმობს სტრასგბურგის სასამართლოს გადაწვეტილება ექსპრეზიდენტ სააკაშილთან დაკავშირებით