საქართველოს მესამე პრეზიდენტი ელენე ხოშტარიას მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს.

მიხეილ სააკაშვილის მოწოდება საზოგადოებას ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო.

"აქვე, მინდა მივმართო ელენე ხოშტარიას, უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით, ბოლო დღეებში მისი გადაუჭარბებლად რომ ვთქვათ გმირული და პატრიოტული საქციელის გამო და მოვუწოდო გულმხურვალედ ჩემი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში შიმშილობის პროცესი“, - აღნიშნავს გვარამია.

რას გულისხმობს სტრასგბურგის სასამართლოს გადაწვეტილება ექსპრეზიდენტ სააკაშილთან დაკავშირებით