ლუკაშენკო ევროკავშირს ემუქრება

ევროკავშირის მხრიდან სანქციების გაფართოების შემთხვევაში, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ევროკავშირს ევროპაში გაზის ტრანზიტის გადაკეტვით ემუქრება. ამის შესახებ France24 ლუკაშენკოს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„ევროპას ვათბობთ და კიდევ გვემუქრებიან. ბუნებრივი აირი რომ გადავუკეტოთ? ამიტომაც პოლონეთს, ლიეტუვასა და სხვა უგუნურებს ვურჩევდი, კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე რაიმეს იტყვიან“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

10 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს.

ამავე თემაზე:

ბელარუსის საზღვართან მიგრანტების მსვლელობის გამო, პოლონეთმა ადგილზე დამატებითი ჯარები განალაგა