აშშ უკრაინის მახლობლად რუსეთის აქტივობებით შეშფოთებულია. სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა რუსეთი გააფრთხილა, უკრაინასთან მიმართებით კიდევ ერთი სერიოზული შეცდომა არ დაუშვას.
„რუსეთის განზრახვებზე მკაფიო ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ვიცით მისი თამაშის წესები. შემაშფოთებელია, რომ რუსეთმა შეიძლება, სერიოზული შეცდომა დაუშვას და შეეცადოს, გაიმეოროს ის, რაც 2014 წელს გააკეთა, როდესაც საზღვრის გასწვრივ ძალები განათავსა და უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე შეიჭრა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ და დაამატა, რომ აშშ ერთგულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერის.
უფრო ადრე, პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძალების გადაადგილება მოცულობით უჩვეულოა და პენტაგონი ამ შემაშფოთებელ გადაადგილებას აკვირდება.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა ცდილობს, შეერთებულ შტატებთან მუშაობას თავისი თავდაცვის გასაძლიერებლად და „არ აპირებს ვინმეზე თავდასხმას“.
ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ქარტია გააფორმეს