„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები წამოუდგენლად ითელება, ანა ფოტიგას მასთან ვერშესვლა კი ძალიან დიდი სკანდალი იქნება.
ოპოზიციონერი ლიდერის შეფასებით, მსგავსი კრიზისის დროს ანა ფოტიგას ვიზიტი მნიშვნელოვანია.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატიის ასეთი დიდი დარტყმის, კრიზისის ასეთი სიმწვავის დროს ჩვენი პარტნიორების, ევროპარლამენტარების ვიზიტი არის მნიშვნელოვანი ჟესტი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ანა ფოტიგა არის ადამიანი, რომელმაც კარგად იცის, რა არის ტოტალიტარული, დიქტატორული, ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც თავად იბრძოდა თავის დროზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მან იცის რა არის რადიკალური, მწვავე ბრძოლის ფორმები, იცის, რა არის პოლიტიკური დევნა, ბელარუსის, პუტინის რეჟიმი და იცის, რა არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი. მსგავსი ადამიანების აქტიური ჩართულობა ჩვენი დემოკრატიის მხარდასაჭერად არის ძალიან მნიშვნელოვანი.
მე ამ მომენტამდე არ ვიცი, ის შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილთან შესვლას, ვხედავთ, რომ სააკაშვილის უფლებები წამოუდგენლად ითელება. მისი იქ ვერშესვლა იქნება ძალიან დიდი სკანდალი და კიდევ ერთი დიდი დარტყმა. მნიშვნელოვანია, რომ ანა ფოტიგაც და ჩვენი ქვეყნის მეგობრებიც ხედავენ, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ, პოლიტიკოსები, მოქალაქეები, აქტივისტები არ ვეგუებით და ვიბრძვით“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ
ამავე თემაზე:
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პარლამენტში, მოშიმშილე ელენე ხოშტარიას ხვდება.