დევიდ კრამერი მიიჩნევს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები დასავლეთის მხრიდან უფრო სერიოზულ პასუხს იმსახურებს

ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ძალადობის გამო, საქართველოს ხელისუფლების აშკარა სიხარული, დასავლეთის მხრიდან უფრო სერიოზულ პასუხს იმსახურებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ონლაინ გამოცემა The Bulwark-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს და აღნიშნავს, რომ დროა, აშშ-მ და ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით სიხისტე გამოიჩინონ.

„გუშინ საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ასახული იყო ხელისუფლების არაადამიანური, ღირსების შემლახავი და სასტიკი მოპყრობა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ნება მომეცით გავიმეორო: საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა მტკიცებულება, რომ მან დაარღვია ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადამიანის უფლებები.

კრამერის აზრით, „როგორც სასტიკ მოპყრობაზე, ასევე აბსურდულ პიარ კამპანიაზე პასუხისმგებელი პირები დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ“.

ის კვლავ იმეორებს, რომ უნდა დაწესდეს სანქციები კონკრეტული პირების მიმართ. სანქციების სიის სათავეში კი მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბიშვილი და ბიძინა ივანიშვილი უნდა იყვნენ.

„გუშინ გამოქვეყნებული კადრები აჩვენებს, რომ სააკაშვილს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მას შემდეგ რაც ის ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაუშვას სააკაშვილს მკურნალობა რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საავადმყოფოში და შემდეგ უნდა დააბრუნოს უკრაინაში, სადაც ის ცხოვრობდა, თუნდაც დროებით, დაძაბულობის შესამცირებლად.

სააკაშვილი არ არის წმინდანი და სერიოზული შეცდომები დაუშვა 2007-2008 წლებში, მაგრამ მან ასევე ხელი შეუწყო საქართველოს გარდაქმნას პერსპექტიულ, დასავლეთზე ორიენტირებულ, ახალგაზრდა დემოკრატიად - და ამიტომაც გამოირჩეოდა ის რეგიონის სხვა ქვეყნებისგან“, - წერს დევიდ კრამერი.

მისივე აზრით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობას დემოკრატიის ვირტუალურ სამიტში მონაწილეობის მოწვევა უნდა გაუუქმოს. ამის ნაცვლად, მან უნდა მოიწვიოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები