ანა ფოტიგა: შექმნილ სიტუაციას საერთაშორისო საზოგადოება შეაფასებს

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა იუსტიციის მინისტრის წერილზე საუბრისას აცხადებს, რომ საპასუხო განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს. ევროპარლამენტარმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი წუხილი, რომ ციხეში, ექსპრეზიდენტის მონახულება ვერ შეძლო.

ამის შესახებვ ანა ფოტიგამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანამდე ის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ კახა კუჭავას და გადაწყვეტილების მიმღებებს თავისი გზავნილები მიეწოდა.

„მე ვაპირებ, ვუპასუხო იუსტიციის მინისტრის წერილს, მას შემდეგ, რაც დეტალურად გავიაზრებ. ბევრი არგუმენტია მოყვანილი ამ წერილში, რომლის გააზრებაც მჭირდება. ჩემი კოლეგები ასევე დაინტერესებულები არიან ამ საკითხით, მე ძალიან მჭიდრო კონტაქტი მქონდა ევროკავშირის ელჩთან, ის არის უმაღლესი დონის დიპლომატი და ჩვენ ძალზედ კარგი ურთიერთობები გვაქვს. ასევე მქონდა კონტაქტი პოლონეთის ხელისუფლებასთან, საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და გვყავს იმედი გვაქვს, დახმარებიც აღმოჩენას შევძლებთ საქართველოსთვის“, - განაცხადა ანა ფოტიგამ.

მისივე განცხადებით, შექმნი სიტუაციას საერთაშორისო საზოგადოება შეაფასებს. ანა ფოტიგას განმარტებით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ევროპარლამენტისთვის მნიშვნელოვანი იქნება როგორც მის მიერ, ასევე ლიეტუველი ევროპარლამენტარების მიერ გაზიარებული ინფორმაცია.

„უარი მივიღე იუსტიციის სამინისტროსგან, ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია, რადგან ჩემს თავს გამოცდილ ადამიანად ვთვლიდი და კარგად ვიცი, რომ მაღალი რანგის პატიმრის შემთხვევაში ბევრი შეფასება ისმის. ახლობლები ემოციურობით გამოირჩევიან, მეორე მხარეს კი, რომელიც პასუხისმგებელია პატიმრობაზე, აქვს ინტერესი, ცალმხრივად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას.

საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენ, ევროპარლამენტში შევაფასებთ ამ სიტუაციას და ნამდვილად, ჩემს მიერ გაზიარებულ ინფორმაციას და ასევე, ლიეტუველი პარლამენტარების ინფორმაციას (მათ ასევე უარი ეთქვათ სააკაშვილის მონახულებაზე) განსაკუთრებული ღირებულება ექნება. ამ ძალიან დელიკატურ შემთხვევაში, ჩვენ გვინდა, ზუსტი ინფორმაცია გავცეთ.

ჩემი საქმე არ არის რომელიმე მხარეს დგომა, მე ვთვლი, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობა საკმაოდ მძიმე იყო, რადგან საქართველოში მიმდინარეობდა გარდამავალი პროცესი. მახსოვს, ჩემი ერთ-ერთი პირველი განცხადება, რომელიც ევროპარლამენტში გავაკეთე, სწორედ საქართველოსთან დაკავშირებით იყო, იმიტომ, რომ შემძრა ქართველი ხალხის ნებამ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. ეს იყო საქართველოს მოსახლეობის სურვილი, შეეცვალათ საკუთარი ქვეყანა. მისმა პრეზიდენტობამ და ბევრმა ცვლილებამ საქართველო მაღალ დონეზე დააყენა საერთაშორისო სცენაზე, როგორც საინვესტიციო, ისე საერთაშორისო მოთამაშეების თვალსაზრისით“, - განაცხადა პოლონელმა პოლიტიკოსმა.

კითხვაზე, რას ეტყოდა მიხეილ სააკაშვილს, ევროპარლამენტარმა ასე უპასუხა: „გაძლიერდით, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“.

ამავე თემაზე:

იუსტიციის მინისტრი ანა ფოტიგას პასუხობს