ნიკა მელია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ღია დეკლარირებაა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ღია განაცხადად შეაფასა.

ამის შესახებ ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„ღია დეკლარაცია და განაცხადი საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისა, მეტი კი არაფერი გააკეთა თავის დროზე იანუკოვიჩმა. იგივე განცხადება გაავრცელა დღეს ბატონმა კობახიძემ „ქართული ოცნების“ სახელით. მან თქვა, რომ ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, იქნება ეს ამერიკელი თუ ევროპელი, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის სახელითაც არ უნდა გაავრცელოს განცხადება, იტყვის რომ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არის მიკერძოებული, ის არის ჩვენი მტერი. ვინც იტყვის, რომ პოლიტიკური დევნა ხორციელდება სახელმწიფოში, ის არის მეტრი, ვინც იტყვის, რომ მურუსიძის სასამართლო არის პოლიტიკური მართლმსაჯულების იარაღი, ისიც მტერია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ეს ბრძოლა არის ცივილიზაციური - რუსეთი თუ დასავლეთი. ვიდრე ეს საკითხი არ გადაწყდება იმ ისტორიულ მისწრაფებების სასარგებლოდ, რომელსაც ჰქვია უწყვეტი სვლა დასავლეთისკენ, ბუნებრივია, ეს აქციები არ შეწყდება“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაბის“ ლიდერმა.

ამავე თემაზე:

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარს: ეს არის კრიმინალების მფარველობა