უილიამ კორტნი: საქართველოს დასავლელი მეგობრები დაბნეულები არიან, რატომ აშორებენ მისი ლიდერები ქვეყანას დასავლეთს

ამერიკის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებაზე წერს და აქვე ირაკლი კობახიძის განცხადებას აზიარებს.

„საქართველოს დასავლელი მეგობრები დაბნეულები არიან, რატომ აშორებენ მისი ლიდერები ქვეყანას დასავლეთს. მოელიან თუ არა ეს ლიდერები, რომ საქართველო ერთგულ მეგობრებს კიდევ სხვაგან იპოვის?“, - წერს კორტნი Twitter-ზე.

ამ პოსტით ის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიუძღვნა, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ“.