ტორესა მოსი გათავისუფლდა

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრის, მწერლის, ტორესა მოსის მხარდასაჭერად ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. პროტესტის მონაწილეებმა ხელისუფლებას მიმართეს.

„სოლიდარობის აქტია ეს ჩვენი კოლეგის, ტორესა მოსის და სხვა მოქალაქეების და აქტივისტების მიმართ, რომლებიც დაიჭირა დანაშაულებრივად რეჟიმმა. ეს არის საერთო კონტექსტი ჩვენი პროტესტის: გაყალბებული არჩევნების, მესამე პრეზიდენტის ეგზეკუციის და საერთოდ იმ პროცესის, რომელიც დამოკიდებულია საქართველოს დაღმასვლასთან, რუსეთის ქვეშ“, - განაცხადა მწერალმა და დრამატურგმა, ლაშა ბუღაძემ.

„ყველანი შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და სამწუხაროდ ვითარება ყოველ დღე უარესდება და უარესდება. სამწუხაროდ, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ისედავ პოლარიზებული საზოგადოება კიდევ უფრო აგრესიულად იყოს ერთმანეთის მიმართ განწყობილი“, - განაცხადა ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა, ლაშა ბაქრაძემ.

ადმინისტრაციული საქმის განხილვა 19 ნოემბერს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, სუს-ის შენობებთან აქტივისტებმა პროტესტი დააფიქსირეს და შესასვლელების ბლოკირება მანქანებით მოახდინეს.

ამავე თემაზე:

„გირჩი - მეტი თავისუფლების” წევრმა შიმშილობა დაიწყო