სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და სამოქალაქო კლინიკაშია გადაყვანილი
„შემდგომი დაკვირვების მიზნით სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა საზოგადოების და მედიის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გავმარტავთ, რომ მსჯავრდებული გ.მ. მე-18 (სამკურნალო) დაწესებულებიდან კლინიკა ,,ვივამედშია“ გადაყვანილი.
მას მიმდინარე წლის 13 ნოემბერს covid19-ის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა (რესპირატორული სიმპტომები, ტემპერატურის უმნიშვნელო მატება).
მსჯავრდებულს ჩივილებიდან გამომდინარე ჩაუტარდა PCR ტესტი და მას COVID19 დაუდასტურდა. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით, კლინიკა ,,ვივამედში“ მოთავსდა და მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.
ამავე თემაზე:
მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში გადაიყვანეს