ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლის თქმით, პატიმრის მონახულება ყოველი ქრისტიანის ვალია. მან ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ზიარების საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„როდესაც მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი აზიარა, ეს მისი გადასაწყვეტი იყო, უშუალოდ ის წყვეტს, როდესაც ადამიანს ესაუბრება სულიერ თემაზე და აღსარებას იბარებს, აზიაროს თუ არა. არათუ ნაშიმშილარი, გააჩნია, კონკრეტულ ვითარებას, როცა ადამიანი საგანგებო, განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, ან ავად არის და რაიმე სხვა უკიდურესად რთული გარემოა, შეიძლება, ნაშიმშილარიც კი არა ნამარხულებიც არ იყოს და აზიაროს. ეს მისი გადასწყვეტია. ის რომ, მან პატიმარი აზიარა, ეს მადლიანი საქმეა“, - განუცხადა მეუფე გრიგოლმა „მთავარ არხს“.
მისივე თქმით, პატიმრის მონახულება ყოველი ქრისტიანის ვალია და ერთ-ერთი დიდ სათნოებაა.
„მაცხოვარმა დაგვავალა ჩვენ, რომ პატიმრებს ნუგეში ვცეთ, ნებისმიერ პატიმარს, ვისაც იცნობ, არ იცნობ, ვისთანაც ხელი მიგიწვდება და ვინც ითხოვს ამას“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ამავე თემაზე:
მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი აზიარა
საპატრიარქო: პოლიტიკური მოტივებით შიმშილობის გაიგივება მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა